პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ვიცე სპიკერი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ "მზის სივრცეს" ეწვივნენ
პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ვიცე სპიკერი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ "მზის სივრცეს" ეწვივნენ. დეპუტატებმა განახლებული ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს. დღის ცენტრში ორმოცდაათამდე სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვი გადის სასწავლო და სოციალური განვითარების პროგრამებს. დღის ცენტრში იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და საკრებულოს წევრები.
