უსამართლო და მტკიცებულებებს მოკლებული - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე
უსამართლო და მტკიცებულებებს მოკლებული - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე. რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობით მიღებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, პერსონალურ სანქციებზე, ახალ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. რეზოლუციას სოციალურ ქსელში პატიმარი სააკაშვილი გამოეხმაურა. „მადლობა ევროპარლამენტარებს იმისთვის, რომ არასდროს ერიდებიან ჩემს ხსენებას, მათ შორის რეზოლუციებში, განსხვავებით ქართული კრიტიკული მედიებისგან“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
