შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ USAID-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჰქონდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ USAID-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, ინდოეთის პრემიერის მასპინძლობისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა USAID-ს რამე როლი შტატების და ინდოეთის არჩევნებში, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია.