ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ დაფინანსება შეუჩერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ დაფინანსება შეუჩერა. „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ბრძანებით, სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე. ნედსა და მის ფილიალებს, 2025 წლისთვის 315 მილიონი დოლარი ჰქონდათ გამოყოფილი. ფონდში აცხადებენ, რომ ვერ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს. ნედის დაფინანსების შეჩერებას ქართული ოცნების ლიდერები გამოეხმაურნენ.
