თავდაცვის მინისტრი ნატოში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში. ირაკლი ჩიქოვანი „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. კონფერენციაზე უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ, მათ შორის შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი. ამ ფორმატის შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილიდან იმართება
