ჩალის ფასის რეზოლუცია
საქართველოს დასჯა, სააკაშვილის გათავისუფლება და ახალი არჩევნები, უკვე ჩატარებულის შედეგებით უკმაყოფილოთა მოთხოვნით. ოპოზიციის ყველა სურვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაში აისახა. ტექსტის ლობისტები და მოკავშირეები კმაყოფილები არიან. საინტერესოა სააკაშვილთან დაკავშირებული ნაწილი. დოკუმენტის ავტორები მსჯავრდებულის საზღვარგარეთ მკურნალობას მოითხოვენ, რაც თავად მსჯავრდებულმა დიდი ხნის წინ დაივიწყა. საქართველოში არასათანადო მკურნალობის შესახებ სააკაშვილის სარჩელი სტრასბურგმაც უარყო. პოლიტიკურად მოტივირებული, უზუსტობების მქონე დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლების შეფასებით, უსამართლოც არის, ევროპარლამენტის ავტორობით პირველად არ შედგა. ქართული ოპოზიცია ქვეყნის საზიანო საქმეში ყოველთვის დამსახურებულ როლს ასრულებდა

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები