უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ლიდერების ერთობლივ დეკლარაციას ვიქტორ ორბანი ბრიუსელის ცუდი ლიდერობის სამწუხარო მტკიცებულებას უწოდებს
უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ლიდერების ერთობლივ დეკლარაციას ვიქტორ ორბანი ბრიუსელის ცუდი ლიდერობის სამწუხარო მტკიცებულებას უწოდებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „იქსში“ წერს, რომ ვიდრე ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ევროპელი მაღალჩინოსნები უსარგებლო განცხადებებს აკეთებენ. ორბანის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი კი არ უნდა მოითხოვო, არამედ სიძლიერის, ლიდერობისა და გონივრული დიპლომატიის გზით უნდა მოიპოვო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბრიუსელის პოზიცია - ადამიანთა მკვლელობას იქამდე დაუჭირონ მხარი, ვიდრე საჭირო იქნება, მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელია
