ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი კომპანიების ინდივიდუალური გეგმები და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაში ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი კომპანიები, საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი სხვა ბიზნეს კომპანიები და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები მონაწილეობდნენ
