საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი ნატოს შტაბბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით შტატების ახალმა თავდაცვის მდივანმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს. ამ ფორმატის შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს
