პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება
პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება. დღეს პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს. შეიმუშავეს კომისიის დებულების პროექტიც. მოქალაქეებს ვისი უფლებებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაირღვა, საშუალება ექნებათ კომისიას წერილობით მიმართონ. კომისია მუშაობის პროცესში ასევე დაეყრდნობა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს
