სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხვა ათამდე მოწმე, დღეს გამომძიებლების კითხვებს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრმა ბიძინა გიორგობიანმა უპასუხოა. მისი თქმით, გამოძიებას წარუდგინა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოქმედებს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ფინანსდება და დაკვეთებს იღებს უცხოეთიდან, მიზანი კი ქვეყანაში ხელოვნური კრიზისების შექმნა, დესტრუქცია და საბოტაჟია. გამოკითხვაზე დღეს მეორედ დაიბარეს ნანა კაკაბაძე