დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტში ონლაინ ჩაერთო ილონ მასკი, რომელმაც განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციას სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის ნაკლები ინტერესი აქვს
დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტში ონლაინ ჩაერთო ილონ მასკი, რომელმაც განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციას სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის ნაკლები ინტერესი აქვს. მისივე თქმით, ძალიან ბევრი სააგენტო და მარეგულირებელი ორგანოა, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან. ილონ მასკმა ისაუბრა USAID-ზეც და თქვა, რომ მათი პროგრამები შესწავლის შემდეგ გაჩნდა კითხვა, საერთოდ რატომ არსებობენ ისინი?! ილონ მასკმა ასევე ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის ეროვნულ ფონდზე. ილონ მასკის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი