ეკონომიკური კავშირების და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება - პრემიერ-მინისტრმა დუბაიში ვიზიტი შეაჯამა
ეკონომიკური კავშირების და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება - პრემიერ-მინისტრმა დუბაიში ვიზიტი შეაჯამა. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში. ეს ფორმატი ქართულმა დელეგაციამ საკუთარი გზავნილების პარტნიორებამდე მისატანად გამოიყენა. დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, ისე მსხვილი ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებთან
