ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილმა, გერმანულმა პარტიამ AfD ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა
ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი გერმანული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიციატივა, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა. საუბარია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე. პარტია გმობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისად და ქართველმა ხალხმა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა, საქართველოს მთავრობა კი რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით. რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტში მხარდამჭერები უკვე ჰყავს. ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი აცხადებს, რომ დროა დასრულდეს ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში
