რადიკალური ოპოზიციის ჩართულობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე. მათ შორის არიან მედიამფლობელები. დოკუმენტში საუბარია ტელეკომპანია „იმედზეც“. მედიის წინააღმდეგ მიმართულ ჩანაწერს რადიკალური ოპოზიცია იწონებს. პრორუსული განწყობის გავრცელებაში „იმედს“ ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი ადანაშაულებს. რეზოლუციის შინაარსი და მედიის მიმართ დამოკიდებულება არ უკვირს სახელისუფლებო გუნდს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ჩანაწერების უკან ის პოლიტიკური ძალა დგას, რომლისთვისაც მედიის წინააღმდეგ ბრძოლა უცხო არაა
