ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს
ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ წყაროების თანახმად, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიზშია აღნიშნული. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ფუნქციონირების ბოლო დღეებში ამერიკული დაზვერვის სამსახურების მიერ გაკეთებული დასკვნის თანახმად, ისრაელმა შესაძლოა მიმდინარე წელს ირანის დასუსტებით ისარგებლოს. დასკვნის მიხედვით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება, ვინაიდან საკუთარი გეგმის სისრულეში მოსაყვანად ისრაელს შტატების სამხედრო მხარდაჭერა დასჭირდება.
