ილონ მასკმა „როიტერსი“ საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა
ილონ მასკმა „როიტერსი“ საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიკრო ბლოგ იქსის პირად გვერდზე დაწერა, რომ საინფორმაციო სააგენტოს ამერიკის მთავრობამ ფართომასშტაბური სოციალური ტყუილისთვის მილიონობით დოლარი გადაუხადა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2018-2022 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა როიტერს 9 მილიონი დოლარი სოციოლოგიური პროექტებისთვის გამოუყო. ილონ მასკმა საინფორმაციო სააგენტოს აქტივობას ტოტალური თაღლითობა უწოდა.
