ევროკავშირს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა სურს
ევროკავშირს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა სურს. უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ამბობს, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპამ საკვანძო როლი უნდა შეასრულოს. ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა განხილვას არ ექვემდებარება და ევროპამ უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მისცეს. გერმანიის პირველი დიპლომატი კი ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ კიევის მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება იქნას მიღწეული.
