ვიქტორ ორბანი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტის გამართვაზე შეთანხმდნენ. „მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი”, - აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.
