საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 40 %-მდე გაიზარდა და 2 მილიარდ 6 მილიონი ლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მონაცემები.
