ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი კომპანიების ინდივიდუალური გეგმები და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაში ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი კომპანიები, საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი სხვა ბიზნეს კომპანიები და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები მონაწილეობდნენ.
