აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა. ლევან მგალობლიშვილმა ანა მარია შიკოსთან საუბრისას ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკურ კურსსა და პროცესში აფხაზეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მგალობლიშვილის თქმით, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
