„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა
პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი, კომისიის მდივნად კი სოზარ სუბარი აირჩიეს. შეიმუშავეს კომისიის დებულების პროექტიც. მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაირღვა, საშუალება ექნებათ კომისიას წერილობით მიმართონ. კომისია მუშაობის პროცესში ასევე დაეყრდნობა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს.
