დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა
დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. დეტალები მან ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გააცნო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან კარგი საუბარი ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი, მოლაპარაკების გზით, მალე დასრულდება. მისივე თქმით, მშვიდობა სურს უკრაინის პრეზიდენტსაც, თუმცა უკრაინა სრულად ტერიტორიების დაბრუნებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. ტრამპი არარეალისტურად მიიჩნევს ნატოში უკრაინის გაწევრიანებასაც და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მომხრეა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.
