ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლას დღეს დაასრულებს
ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლას დღეს დაასრულებს. 15 წლის სპორტსმენი ბათუმში მდებარე ყინულის ახალ მოედანზე ფიგურული ციგურაობის თავისუფალ პროგრამაში გამოვა. გუშინ გურგენიძემ მოკლე პროგრამაში იასპარეზა და 31 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
