ბათუმში ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაო გრძელდება
ბათუმში ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაო გრძელდება. პროცესი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ბაღი 120-ამდე აღსაზრდელზეა გათვლილი. მოეწყობა რეკრეაციული სივრცე სპორტული მოედნით.
