გამოკითხვები პროკურატურაში
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე პროკურატურაში გამოკითხვები მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში ამჯერად „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გამოიკითხა. 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა.
