ევროკავშირისა და შვედეთის საელჩოები მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების რადიკალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაურბიან
ევროკავშირისა და შვედეთის საელჩოები მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების რადიკალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაურბიან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კი მესამე დღეა დუმილს ინარჩუნებს. საუბარია ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ გამოხატულ აგრესიაზე. კონკრეტული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები პრესკონფერენციებზე ჩვენს ჟურნალისტებს მუშაობის უფლებას უზღუდავენ. ტელეკომპანია „იმედი“ დაინტერესდა, იღებენ თუა რა დონორები მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობას, ასევე თხოვნით მივმართეთ, მოუწოდონ მათსავე დაფინანსებულ ორგანიზაციებსა თუ პირებს, შეწყვიტონ იმედზე თავდასხმა.
