2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება. აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, დამტკიცდება დებულების პროექტი. მმართველი გუნდი და პარლამენტის წევრები კომისიის მუშაობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. მათი თქმით, საგამოძიებო კომისია შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომლის ფარგლებშიც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ყველა, ვინც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდა, სამართლებრივ პასუხს აგებს.
