საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიზიტს სტრასბურგში
საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიზიტს სტრასბურგში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რადიკალების მოთხოვნით შექმნილი მორიგი უსამართლო რეზოლუცია და სანქციებით მუქარა ქართულ სახელმწიფოზე გავლენას ვერ მოახდენს. მათივე თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ქართული ინტერესების მიხედვით მოქმედებას. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა, საქართველოს მოქალაქეთა სანქცირება - ამ და სხვა მოთხოვნებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრა დღეს იგეგმება.
