ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილმა გერმანულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა
ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილმა გერმანულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა. პარტია გმობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას და ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისად და ქართველმა ხალხმა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა, საქართველოს მთავრობა კი რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით. პარტია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია დიალოგში და არ დააწესონ ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც უგულებელყოფს საქართველოს პოლიტიკურ რეალობას.
