დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, სასამართლომ პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, სასამართლომ პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული ბაჩიაშვილიც. საქმეს მტკიცებულებად დაერთო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ აუდიო ჩანაწერი ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, გაყალბებული, რამდენჯერმე დაჭრილი და ფალსიფიცირებულია. მომდევნო პროცესი 17 თებერვალს დაინიშნა.