აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით რეგულარული რეისები შესრულდება
აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით რეგულარული რეისები შესრულდება. მგზავრებს შვეიცარიის კომპანია „შტადლერის“ მატარებელი მოემსახურება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სარკინიგზო რეისების დანიშვნის შესახებ საუბარი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევთან ჰქონდა. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იმოგზაუროს საქართველოდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან საქართველოში. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.