ბათუმში უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შემსწავლელი შერეული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
ბათუმში უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შემსწავლელი შერეული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფს ბათუმის ვიცე-მერი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განიხილეს უსახლკაროდ რეგისტრაციის წესით დადგენილი კრიტერიუმების გამარტივებასა და შეცვლასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოსაზრებები და კრიტერიუმები. სამუშაო კომისიის ფორმატში, შეთანხმდნენ ცალკეული კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით.
