ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე სტრასბურგში იმყოფებიან
ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე სტრასბურგში იმყოფებიან. ისინი კონკრეტული ადამიანების სანქცირებას ითხოვენ, სწორედ ამ სიით ჩავიდნენ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები ევროპარლამენტში. ხვალ რეზოლუციის კენჭისყრაც გაიმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს რეზოლუცია იქნება კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის მიზანიც ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა .
