ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს, სანქციების გამკაცრებითა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებით ემუქრება
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს, სანქციების გამკაცრებითა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებით ემუქრება. მიზეზი, მითითებების შეუსრულებლობაა. მმართველი გუნდისთვის ესტონელი დიპლომატის მუქარა არასერიოზულია. სახელისუფლებო გუნდში მას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს , ქართულ ოცნებაში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენეს, რომ ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
