გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე , გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება ლევან ნიკოლაიშვილი. უკვე გამოიკითხა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელი. გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ სწორედ საზოგადოებრივი მოძრაობის- „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ საგამოძიებო უწყებაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო.
