მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი, თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
