პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის – 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე.
