ილონ მასკს დემოკრატები ამერიკის მთავრობის მტრულად ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებენ
ილონ მასკს ფედერალური სააგენტოების დახურვის, მათი პროგრამების დაფინანსებისა და პერსონალის შემცირების გამო, დემოკრატები ამერიკის მთავრობის მტრულად ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებენ. თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, ტრამპის გუნდის წევრმა ამ ბრალდებებს უპასუხა და განმარტა, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდ სამთავრობო ცვლილებებს დაუჭირეს მხარი და იგი სწორედ ამერიკელი ხალხის ნებას ასრულებს.
