დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცე ეწყობა
დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც იქნება საფეხმავლო ბილიკი, ცხოველთა სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები. ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები.
