მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში კარგი მმართველობის და ნულოვანი ბიუროკრატიის შესახებ
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში კარგი მმართველობის და ნულოვანი ბიუროკრატიის შესახებ. ლევან ჟორჟოლიანმა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებასა და სახელმწიფო სერვისების გამარტივებულ წვდომაზე ისაუბრა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა საქართველოს მთავრობის გეგმებზე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ კუთხით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებზე.
