დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ მასწავლებელს შეხვდა
დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ მასწავლებელს შეხვდა. მარკ ფოგელი მან თეთრ სახლში მიიღო. 61 წლის მასწავლებლის გათავისუფლება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მოსკოვში საგანგებო მისიით თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ჩავიდა. მარკ ფოგელი მოსკოვის აეროპორტში 2021 წელს დააკავეს. ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით 14 წელი ჰქონდა მისჯილი.
