ქართველი სპორტსმენი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს მხოლოდ ბათუმში გამოვა, თუმცა შეჯიბრება ბაკურიანსა და თბილისში გრძელდება
ქართველი სპორტსმენი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს მხოლოდ ბათუმში გამოვა, თუმცა შეჯიბრება ბაკურიანსა და თბილისში გრძელდება. უკვე მესამე დღეა ტურნირი მიმდინარეობს და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან საორგანიზაციო თვალსაზრისით უმაღლესი შეფასებები კეთდება.
