ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა - თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, რუხისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. ჯანდაცვის მინისტრი აკრედიტაციის საერთაშორისო კომპანიის დირექტორს, შეხვდა. მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, საქართველოში, არსებული ვითარება განიხილეს.
