წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ქუთაისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 22 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება
წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ქუთაისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 22 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება. ამ მიმართულებით პროცესი რამდენიმე ადგილას აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის არის მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეაბილიტაციის, ასევე გაფრინდაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლების გამაგრებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები.
