შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი, "შკოდას" მარკის ასი ახალი ავტომობილით განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი, "შკოდას" მარკის ასი ახალი ავტომობილით განახლდა. ავტომობილები თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვისაა განკუთვნილი. თანამედროვე სტანდარტების ავტოსატრანსპორტო საშუალებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან სერგი ბზიშვილთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსთან ლაშა ჯოხაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
