ოპოზიციის წევრები, რომლებიც ხალხს ყოველდღიურად აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ თავად კახეთში, საქეიფოდ იმყოფებოდნენ
ოპოზიციის წევრები, რომლებიც ხალხს ყოველდღიურად აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ და უბრალო გაღიმებაზეც კი თავს ესხმიან, თავად კახეთში, საქეიფოდ იმყოფებოდნენ. პაატა ბურჭულაძის დაბადების დღეზე, მამუკა ხაზარაძის სასტუმროში შეიკრიბნენ. ის რისთვისაც სხვებზე იერიში მიაქვთ, მათთვის დასაშვებია. მათ შორის საჯაროდ გმობენ ყველაფერს რუსულს, ხაზარაძის სასტუმროში კი იმყოფებოდნენ სტუმრები რუსეთიდან. ქეიფიდან გამოსული პაატა ბურჭულაძე, ქრონიკის კითხვებმა გააღიზიანა.