ეროვნული სამხედრო სამსახური
2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა. გამოძახებამდე, საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6-, 8- ან 11- თვიანი ვადებიდან, არჩევანის საშუალებასა და განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 30%-იანი დანამატის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ნებაყოფლობით რეგისტრირებულმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა წვევამდელებმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
