ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესაძლო საპასუხო ზომებზე საუბრობს გერმანიის კანცლერი
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესაძლო საპასუხო ზომებზე საუბრობს გერმანიის კანცლერიც. ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ თუ აშშ სხვა არჩევანს არ დატოვებს, ევროპა მას ერთიან პასუხს გასცემს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქმე სავაჭრო ომამდე არ მივა, ვინაიდან, შოლცის სიტყვებით, ეს ორივე მხარეს დააზარალებს.
